გაკვეთილის
გეგმა
სკოლა: №74 საჯარო სკოლა.
მასწავლებელი: -ხათუნა მეკოკიშვილი
გაკვეთილის თემა
|
ნატურალურრიცხვის დაყოფა პროპორციულ
ნაწილებად
|
|
საგანი
|
მათემატიკა
|
|
მოსწავლეთა რაოდენობა
|
30 (სსსმ მოსწავლე არ არის)
|
|
სწავლების საფეხური/კლასი
|
საბაზო, VII2 კლასი
|
|
ორგანიზების ფორმები
|
წყვილები, ინდივიდუალური, მთელი
კლასი
|
|
გაკვეთილის მიზანი/მიზნები და ესგ-ით
განსაზღვრული მისაღწევი შედეგები
|
მიზანი:მოსწავლეები
შეძლებენ სხვადასხვა ცხოვრებისეულ სიტუაციებთან დაკავშირებული ამოცანების ( შენადნობების დამზადება,
თანხის ან დროის
განაწილება) გაანალიზებას და გადაჭრას. დაეუფლებიან
ამოცანების ამოხსნის სხვადასხვა
ხერხებს: რაციონალურ რიცხვებზე
მოქმედებების შესრულებით, განტოლების
შედგენით
შედეგი: მათ. VII.2
·
მოსწავლე ყოფს
რიცხვს პროპორციულ ნაწილებად
და პოულობს რიცხვს
მისი მოცემული ნაწილის
მიხედვით
·
ირჩევს და
იყენებს რაციონალურ რიცხვებზე
არითმეტიკული მოქმედებების შესრულების
ხერხს (ზეპირი, წერითი
ალგორითმები)
·
ხსნის პრაქტიკულ
საქმიანობასთან
დაკავშირებულ ან სხვა
სასწავლო დისციპლინებიდან მომდინარე
ამოცანებს გამოთვლებზე (მაგ: ამოცანები
პროპორციაზე: სხნარები, შენადნობები
და სხვა)
|
|
მეთოდები
|
გონებრივი იერიში, ვარაუდის
გამოთქმა,კითხვა-პასუხი, სკაფოლდინგი
|
|
გაკვეთილის მსვლელობა
|
აქტივობა
1.საორგანიზაციო საკითხების მოგვარება:
1.მისალმება;
2.სიის ამოკითხვა;
3.გაკვეთილის მიზნისა
და შეფასების კრიტერიუმების გაცნობა.
პროვოცირება
აქტივობა 2. მიზანი- წინარე
ცოდნის გააქტიურება.
მასწავლებელი მოსწავლეებს
მიმართავს შეკითხვით: რა არის
შეფარდება? დაფაზე განალაგებს
ფერად მაგნიტებს და თხოვს
მოსწავლეებს წარმოადგინონ სხვადასხვა
ფერის მაგნიტების რაოდენობრივი შედარება.
მასწავლებელი მოსწავლეებს აცნობს
ამოცანის პირობას: კლასში 12 გოგონა და 16
ვაჟია. როგორ ჩავწეროთ
გამოსახულება: გოგონების შეფარდება
ვაჟებთან გამარტივებული სახით.
მოსწავლეთა მსჯელობის შედეგად დადგინდება, რომ
შეფარდება ერთმანეთს ადარებს ორ
სხვადასხვა რაოდენობას.
მასწავლებელი წარუდგენს მოსწავლეებს
ამოცანას პირობით: ABC
სამკუთხედის გვერდები 8სმ,
6სმ და 4სმ -ია. იპოვეთ
AB:AC. სხვამს შეკითხვას
სამკუთხედის პერიმეტრის გამოთვლასთან დაკავშირებით.
მოსწავლეებს წარუდგენს
წრფივი ერთუცნობიანი განტოლების
ნიმუშს და სხვამს
შეკითხვას რას ნიშნავს ვიპოვოთ განტოლების
ფესვი. მოსწავლეთა აქტიური
ჩარევის ფონზე დგინდება
განტოლების ფესვი.
სიღრმისეული
წვდომა.
აქტივობა
3. მასწავლებელი მიმართავს
მოსწავლეებს დაეხმარონ მას ოდნავ
რთული დავალების გადაწყვეტაში და აძლევს
ამოცანას: მამამ გადაწყვიტა
ნიკა და ეკა
დაესაჩუქრებინა. მან 20
ლარი შვილებს შესაბამისად
2:3 შეფარდებით გაუნაწილა.
რა თანხა ერგო
თითოეულ მათგანს.
მასწავლებელი ფერადი მაგნიტების
საშუალებით დაფაზე გამოსახავს
ამოცანაში მოცემულ შეფარდებას
და მიმართავს მოსწავლეებს
შეკითხვებით :1) თქვენი
აზრით ვის უფრო
მეტი თანხა ერგო? რატომ? 2)
20 ლარში რა
ნაწილია ნიკასი და
რა ნაწილია ეკასი? 3)
სულ რამდენ წილს
წარმოადგენს 20 ლარი?
4) რა თანხა მოდის
ერთ წილზე? 5)
რა თანხა შეესაბამება
2 წილს, 3
წილს. შეკითხვებზე პასუხის
გაცემისა და ამოცანის ამოხსნის შემდეგ,
მასწავლებელი მოუწოდებს მოსწავლეებს
ჩამოაყალიბონ რიცხვის მოცემული
რიცხვების პროპორციულ ნაწილებად
დაყოფის პროცესი.
მასწავლებელი მოსწავლეებს
სთავაზობს ამოცანის ამოხსნას
განტოლების შედგენის გზით
და მიმართავს მოსწავლეებს
შეკითხვებით: თუ ერთ
ნაწილს xლ-ით ავღნიშნავთ,
მაშინ ნიკას თანხა
რამდენ ლარს შეადგენს?
რამდენი ლარი ექნება
ეკას? რადგან ორივეს
თანხა 20 ლარია, თხოვს
მოსწავლეებს შეადგინონ განტოლება
მოცემული პირობის მიხედვით.
წყვილებში მუშაობის შედეგად
ამოიხსნება განტოლება და დადგინდება ამოცანის
პასუხი.
რეფლექსია
აქტივობა
4. ახალი მასალის განმტკიცების მიზნით
მოსწავლეთა წყვილებს დაურიგდებათ
ბარათები ორი ამოცანით 1.
რკინისა და სპილენძის
შენადნობში რკინა და
სპილენძი 7:3 შეფარდებით
შედის. რამდენი კილოგრამი
რკინა და სპილენძია
საჭირო 20 კგ. შენადნობის
დასამზადებლად?
2.
სამკუთხედის გვერდები 3:5:7
პროპორციულია. პერიმეტრი 60სმ-ია.
იპოვეთ უმცირესი გვერდი.
დროის ლიმიტის
ამოწურვის შემდეგ მოხდება
მოსწავლეთა ნამუშევრების პრეზენტაცია. აზრების
შეჯერება ამოცანის ამოხსნის
ხერხებთან და მათ
სწორად გადაწყვეტასთან დაკავშირებით.
|
დრო
|
2-3 წთ.
6-7 წთ.
10-13 წთ.
14-16 წთ.
|
||
შეფასება
|
განმავითარებელი შეფასება
წინასწარი რუბრიკის მიხედვით.
|
|
საშინაო დავალება
|
გვ.180N1-დან 11-ის ჩათვლით
|
|
საგანმანათლებლო რესურსები
|
დაფა, ცარცი, სამუშაო ფურცლები,მარკერი,
სახელმძღვანელო, ფერადი მაგნიტები.
|
|
წყვილებში მუშაობის განმავითარებელი შეფასების რუბრიკა
კრიტერიუმები
|
დაბალი
|
საშუალო
|
კარგი
|
თანამშრომლობს
მეწყვილესთან
|
ვერ თანამშრომლობს
მეწყვილესთან
|
არასრულფასოვნად
თანამშრომლობს მეწყვილესთან
|
სრულფასოვნად
თანამშრომლობს მეწყვილესთან
|
აფიქსირებს
საკუთარ მოსაზრებას
|
ვერ აფიქსირებს
საკუთარ მოსაზრებას
|
ხარვეზებით
აფიქსირებს საკუთარ მოსაზრებას
|
სრულფასოვნად
აფიქსირებს საკუთარ მოსაზრებას
|
უსმენს
სხვებს/იზიარებს/პატივს სცემს მათ მოსაზრებებს. მიდის შეთანხმებამდე
|
არ უსმენს
სხვებს/არ იზიარებს/პატივს არ სცემს მათ მოსაზრებებს. ვერ მიდის შეთანხმებამდე
|
ეტაპობრივად
უსმენს/არასრულფასოვნად იზიარებს/უჭირს პატივისცემა სხვისი მოსაზრების მიმართ. უჭირს
შეთანხმბამდე მისვლა.
|
სრულფასოვნად
უსმენს/იზიარებს/პატივს სცემს სხვის მოსაზრებებს. მიდის შეთანხმებამდე
|
აკეთებს
ზეპირ პრეზენტაციას
|
ვერ აკეთებს
ზეპირ პრეზენტაციას
|
ხარვეზებით
აკეთებს ზეპირ პრეზენტაციას.
|
წარმატებულად
აკეთებს ზეპირ პრეზენტაციას.
|
იცავს
დროის ლიმიტს
|
ვერ ახერხებს
დროის ლიმიტის დაცვას
|
ნაწილობრივ
იცავს დროის ლიმიტს
|
სროლფასოვნად
იცავს დროის ლიმიტს
|
No comments:
Post a Comment